ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის გამოფენა IBTM World-ში მიიღო მონაწილეობა. გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდზე 500-მდე შეხვედრა და 10-მდე პრეზენტაცია გაიმართა. ბარსელონაში გამართული გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის ახალ პრეზიდენტთან ჯეიმს რისთან და ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ბარსელონაში გამართულ გამოფენას მსოფლიოს 141 ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 15 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო