„Summer in Georgia” ახალი საიმიჯო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ახალი ვიდეო კლიპის პრეზენტაცია გამართა. „Summer in Georgia” ამ სახელწოდებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტელეკომპანიების, ინტერნეტგვერდებისა და სოციალური ქსელების საშუალებით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება იწყება. საქართველოს შესახებ ინგლისურ და რუსულ ენებზე დამზადებულ ვიდეორგოლს მეზობელ ქვეყნებში, ევროკავშირისა და ახლო აღმოსაველთის ტურისტულ ბაზრებზე იხილავენ. კლიპის პრეზენტაცია იგეგმება მსოფლიოს სხვადასხვა უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზე. საიმიჯო ვიდეორგოლისაერთაშორისო მოგზაურებს საქართველოს ზაფხულის ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. ვიდეოკლიპი სტუდია „მეტრო“-მ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადა. კლიპის რამდენიმე ვერსია არსებობს. ( 1 წუთიანი, 44 წამიანი, 30 წამიანი და 20 წამიანი)
სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში კლიპის პრეზენტაციასთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მიმდინარე სტატისტიკური ანალიზი წარმოადგინა, შეაჯამა ზამთრის ტურისტული სეზონი და საზოგადოებას ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო.