ოპერაში დაგეგმილ ტურებთან დაკავშირებით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოეწყო პრესკონფერენცია, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა გამართეს.
პრესკონფერენციას, , დაესწრნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ოპერის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ოპერის თეატრის მუზეუმის დირექტორის მოადგილე ელისო ჯულაყიძე.