4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ასტორია თბილისი“ გაიხსნა
დღეიდან თბილისს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო შეემატა. 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ასტორია თბილისი“ ჩიტაძის ქუჩაზე გაიხსნა. სასტუმრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გახსნეს. ცერემონიალს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. „ასტორია თბილისი“ 146 ნომრისგან შედგება და 83 ადამიანია დასაქმებული. კომპანია „ასტორიამ“ ამავე სახელწოდების 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო რამდენიმე წლის წინ აღმაშენებლის გამზირზე გახსნა. კომპანიამ ორივე სასტუმროს მშენებლობისთვის ჯამში 32 მილიონი ლარის ინვესტიაცია განახორციელა.