თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოს წამყვანი მოდისა და კულტურის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები მოიწვია. პრესტურის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან საქართველოს 17 ჟურნალისტი, ბლოგერი და ფოტოგრაფი ეწვია. მათ შორის ამერიკული, ბრიტანული, იტალიური და რუსული Vogue-ის წარმომადგენლები. ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უცხოელი ჟურნალისტებისათვის ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველად ტური მოაწყო, ჟურნალისტები რეპეტიციას დაესწრნენ. 2 და 3 აპრილს თბილისის ოპერაში „ფასკუნჯის“ პრემიერა შედგება. ოპერის პარალელურად უცხოელმა ჟურნალისტებმა ძველი თბილისის უბნები დაათვალიერეს, შატო მუხრანში კი ქართული ღვინო დააგემოვნეს. პრესტურის დასრულების შემდეგ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პოტენციალს, ქართული კულტურის, ღვინოს და თბილისის მოდის კვირეულის შესახებ სტატიებს და ბლოგებს მოამზადებენ.