წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორის მხარდაჭერისა და  მომსახურების ხარისხის განვითარების მიზნით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებული და დასაქმების მსურველი 2000-მდე ადამიანი გადაამზადა.

ტრენინგ-კურსები გიდებმა, ტურ-ოპერატორებმა, განთავსების ობიექტების თანამშრომლებმა და სექტორის სხვა წარმომადგენლებმა გაიარეს.

კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის განხორციელდა სხვადასხვა თემატური ტრენინგი.

  • საოჯახო სასტუმროს მართვა
  • სოციალური მედიის მართვა.
  • სოფლის ტურიზმი და ტურისტული მომსახურების თავისებურებები სოფლად
  • Digital Marketing.
  • ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა.
  • ინკლუზიური ტურისტული პროდუქტები და სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
  • პირველი სამედიცინო დახმარება.
  • საერთაშორისო სომელიეს კურსები.
  • ენოგასტრონომიული ტურიზმის სასწავლო კურსი.
  • საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა და მოვლა პატრონობა.

ტრენინგები სრულიად უსასყიდლოდ მოეწყო და საქართველოს მასშტაბით განხორციელდა.