2016 წლის ცხრა თვის მონაცემებით ვიზიტორების ზრდის მთავარი კონტრიბუტორები
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. 2016 წლის ცხრა თვის ჯამური მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 4,879,031 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.6%-ით მეტია. მოცემულ პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 150 ქვეყნიდან დაფიქსირდა, რაც რაოდენობრივად 477,662-ს შეადგენს. აქედან ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი ფიქსირდება 7 ქვეყნიდან, ჯამში 394,925 (მთლიანი ზრდის 83%).
ქვეყანა |
2016: 9 თვე ზრდა |
2016: 9 თვე წილი მთლიან ზრდაში (%) |
აზერბაიჯანი |
116,398 | 24% |
ირანი |
100,581 |
21% |
რუსეთი |
97,239 |
20% |
ისრაელი |
26,577 |
6% |
უკრაინა | 26,123 |
6% |
ინდოეთი |
17,492 |
4% |
ყაზახეთი |
10,515 |
2% |
სხვა | 82,737 |
17% |
2016 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით კი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდა 115 ქვეყნიდან აღინიშნა, რაც რაოდენობრივად 95,782-ს შეადგენს. აქედან ზრდის ყველაზე დიდი მაჩვენებლით 7 ქვეყანა გამოირჩევა და ჯამში ამ ქვეყნებიდან ზრდა 79,732-ია (მთლიანი ზრდის 83%).
ქვეყანა |
2016: სექტემბერი
ზრდა |
2016: სექტემბერი
წილი მთლიან ზრდაში (%) |
რუსეთი | 28,376 |
29% |
ირანი | 24,621 |
26% |
აზერბაიჯანი |
9,261 |
10% |
სომხეთი |
5,275 |
5% |
უკრაინა |
4,519 |
5% |
ისრაელი |
4,152 |
4% |
ინდოეთი |
3,528 |
4% |
სხვა | 16,050 |
17% |
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ზრდა სწორედ იმ ქვეყნებიდან ფიქსირდება, სადაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები ხორციელდება.
დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე