17 ქალაქსა და დაბაში ორმხრივი მანათობელი დაფები დამონტაჟდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. ტურისტულად მიმზიდველ 17 ქალაქსა და დაბაში ორმხრივი მანათობელი დაფები დამონტაჟდა. განხორციელებული პროექტი ქალაქ გორში ადგილზე დაათვალიერა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.