118-08-ის ბაზაზე საერთაშორისო ტურისტული სააგენტო „08 თრეველი“ შეიქმნა. სააგენტოს ოფიციალურ გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, იმ ფონზე როდესაც საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება მნიშვნელოვანია ახალი ტურისტული კომპანიის გახსნა, გიორგი ჩოგოვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ახალი კომპანია საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის გაზრდაში საკუთარ წვლილს შეიტანს.
ტურისტული სააგენტო „08 თრეველი“ გამყვანი და შემომყვანი ტურების მიმართულებით იმუშავებს. სააგენტო ტურებს მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით დაგეგმავს.