რადისონ ბლუ ივერია ტურიზმის „ოსკარზეა“ ნომინირებული
რადისონ ბლუ ივერია ნომინირებულია როგორც ევროპის საუკეთესო ბიზნეს სასტუმროWorldTravelAwards ™-ის მიერ. ესგანსაკუთრებული მნიშვნელობის სიახლეა, რადგან მსგავსი ნომინაციაში ქართული სასტუმრო პირველად მონაწილეობს. რადისონ ბლუ ივერია ასევე დასახელებულია ნომინაციაში – „საქართველოს საუკეთესო ბიზნეს სასტუმრო“, ხოლო რადისონ ბლუ ბათუმი – ნომინაციაში „საქართველოს მოწინავე სასტუმრო“.
ხმის მიცემა მიმდინარეობს 4 მარტიდან 26 ივლისამდე და Radisson Blu Iveria ევროპის საუკეთესო ბიზნეს სასტუმროს ნომინაციაში ისეთი ცნობილი სასტუმროების გვერდითაა მოხსენიებული, როგორებიცაა: საფრანგეთის HôtelFouquet’sBarrière და L’HotelduCollectionneurან გერმანიის Hotel AdlonKempinski.
„მთელი ჩემი გუნდის სახელით ძალიან ამაყი ვარ, რომ პირველ ქართულ სასტუმროს წარმოვადგენ, რომელიც ასეთ პრესტიჟულ საერთაშორისო ნომინაციაში დასახელდა. ვფიქრობ ეს სიახლე ზოგადად ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის მზარდი ტენდენციის ამსახველია და რომ ადგილობრივი სასტუმროები მართლაც საერთაშორისო დონის სერვისსა და გამოცდილებას სთავაზობენ სტუმრებს“ – ამბობს რადისონ ბლუ ივერიას გენერალური მენეჯერი, ჯონ ლოსასო.
WorldTravelAwards ™ ის შესახებ
დაარსდა 1993 წელს, აღარებს და აჯილდოებს საუკეთესოებს ტურიზმის ყველა სფეროში. დღეს ეს ბრენდი ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ და ხარისხის საბოლოო მარკად არის აღიარებული მთელს მსოფლიოში.
ყოველწლიურად, საერთაშორისო ჟიური სასტუმროებსა და ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაშია ჯილდოვებს, როგორც მსოფლიო, ისე – საერთაშორისო, რეგიონალურდონეზე. კატეგორიები მოიცავს სასტუმროს, ავიაკომპანიას, ტურისტულ სააგენტოსა, და ავტოსამანქანო მომსახურების კომპანიებს. The WallStreetJournal-მა, The WorldTravelAwards-ის ჯილდოსამოგზაუროინდუსტრიის „ოსკარად“ აღიარა.
რადისონ ბლუ ივერიას შესახებ
რადისონბლუ, სერვისის მოხერხებულობასა და ელეგანტურობას ერთმანეთს იდეალურად უთავსებს და მომხმარებლისთვის ყოველმხრივ კომფორტულ და დახვეწილ საცხოვრებელს უზრუნველყოფს. სასტუმროსულ 249 მოცულობით და თანამედროვე დიზაინის ოთახს მოიცავს. ყველა მათგანი უზრუნველყოფილია მაღალი დონის სერვისის უპირატესობებით, პლაზმური LCD ტელევიზორებით, ინდივიდუალური კლიმატ-კონტროლით და მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტით.
სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ იტალიური და აზიური რესტორნების მომსახურებით, ტერასით, ანესიმონესსპასერვისით, ღია&დახურული აუზებით, ბარით, გასართობად ეწვიონ მაღალი კლასის სამორინე ივერიას. სხვადასხვასახის ღონისძიებებისთვის კი რადისონბლუ ივერია მომხმარებელს 9 საკონფერენციო ოთახსა და საბანკეტო დარბაზს სთავაზობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მოგმართავთ თხოვნით ეწვიოთ მითითებულ ლინკს და მიიღოთ მონაწილეობა ხმის მიცემაში.
http://www.worldtravelawards.com/vote-for-radisson-blu-iveria-hotel-tbilisi-2015