ცნობილი სამოგზაურო ჟურნალისტი ალექს კრევარი საქართველოს ეწვია
ცნობილი სამოგზაურო ჟურნალისტი ალექს კრევარი საქართველოს სტუმრობს. კრევარი 20 წელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს და სტატიებს ამზადებს ისეთი ცნობილი გამოცემებისთვის, როგორიც არის: National Geographic Travel, The New York Times, and Lonely Planet.
ალექს კრევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და მედიის წარმომადგენლებს ცნობილი სამოგზაურო ჟურნალისტი ალექს შეხვდა და სემინარი გამართა. კრევარმა ქართველ ჟურნალისტებსა და სტუდენტებს სამოგზაურო ჟურნალისტიკის სფეროში პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. ცნობილ ჟურნალისტს შეხვდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს 800-ზე მეტი უცხოელი ჟურნალისტი ეწვევა, რომლებიც სტატიებსა და სიუჟეტებს მოამზადებენ, ამავდროულად ჩვენი მიზანი ცნობილმა ჟურნალისტებმა ქართველ კოლეგებს და სტუდენტებს გაუზიარონ საერთაშორისო გამოცდილება სამოგზაურო ჟურნალისტის შესახებ.“