პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში რეგიონულ ფოლკლორული ფესტივალი “ფუძეობა 2018” გაიმართა. ფესტივალი სახალხო დღესასწაულ – ყაზბეგობას დაემთხვა. ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც დაესწრნენ.
ფესტივალის ფარგლებში სამეწარმეო ბაზრობა, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი კერძები და სასმელი. გაიმართა ფოლკლორის მოყვარულთა კონცერტი, თეატრალიზებული შოუ და ქართული ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენები. დღის ბოლოს ფესტივალი “ნიაზ დიასამიძისა და 33ა”-ს კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ