ცნობილი ბრიტანელი ტრენერი საქართველოში
მომსახურეობის ხარისხის ამაღლების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მოწვევით საქართველოში სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ბრიტანული კომპანიის „მაქსიმეჯინის“ ხელმძღვანელი ემილი ვუდი იმყოფება, რომელსაც 15 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს. „მაქსიმეჯინი“ მსოფლიოს ბრენდი სასტუმროების სხვადასხვა ქსელის თანამშრომლებისთვის გადამზადების კურსებს ატარებს. ემილი ვუდი 18 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრამდე თბილისში არსებული სასტუმროების 80 მენეჯერს ტრენინგს ჩაუტარებს. სასაწვლო კურსის თემაა „სასტუმროს მართვის უნარჩვევები.“ ტრენინგი თბილისში უკვე მეორედ ტარდება, პირველად სასწავლო კურსი ივნისში გაიმართა და 72 მენეჯერი ესწრებოდა.
მონაწილეთა შეფასებების, მაღალი მოთხოვნის გამო ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასწავლო კურსის განმეორებით ჩატარება გადაწყვიტა.