გლობალ მედია ჰოლდინგმა “Gbtimes” დედაენის ბაღში „ჩინეთის კულტურისა და ბიზნეს გამოფენა“ მოაწყო. ღონისძიება ჩინეთის საელჩოს, კონფუცის ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. გამოფენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო.
ღონისძიების მიზანია ჩინური კულტურისა და ტრადიციების გაცნობა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება, ტურისტების მოზიდვა და ქართველების დაინტერესებაა ჩინეთის მიმართ.
“ჩინური დღის” განმავლობაში დედაენის ბაღში გაიმართა გამოფენა ჩინური ფოკლორის წარმოდგენა, გასართობი შოუ და კონცერტი. სტუმრები გაეცნენ ჩინური ნაციონალური სამოსის თავისებურებებს, საქართველოში არსებული ჩინური სამშენებლო და მულტიმედიური კომპანიების პროდუქციას და ტექნოლოგიურ სიახლეებს.
ბაღში სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი კუთხე, სადაც მათ პანდას კოსტუმირებულ პერსონაჟთან ფოტოები გადაიღეს. მთელი დღის განმავლობაში დედა ენის ბაღში რადიო Jako FM-ის ღია სტუდია მოეწყო. წამყვანები მსმენელს ჩინეთის შესახებ გადაცემებს non-stop რეჟიმში სთავაზობდნენ.