“დღევანდელი შეხვედრა იყო ჩვენი ინიცირებული,  რომ მოკლე ვადებში შეგვეტყო თუ  რა მდგომარეობაა. დღეს  მოვისმინეთ, რომ ჩვენი სექტორის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს დიდი დანაკლისი, რომელიც ხელშესახები და შესამჩნევია.

ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რა გზებით შეიძლება წავიდეთ, რომ კერძო სექტორს მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ვიმუშავებთ კერძო სექტორთან  ერთად პრობლემების მოსაგვარებლად.

როგორც იცით  ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ საქართველოს საპრომოციო აქტივობებს,  ქვეყნის ცნობადობის გაზრდისათვის  სტრატეგიულ ქვეყნებში საქართველოს შესახებ ვატარებთ კამპანიებს, ეს მოიცავს  რეკლამებს, როგორც ტელევიზიებში, ასევე   სოციალურ ქსელებში. ჩვენ დაწყებული გვაქვს  მასშტაბური კამპანია  CNN-ზე, სამიზნე აუდიტორიაა  ევროკავშირის და სპარსეთის ყურის ქვეყნები.“

განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ    და მათთან ერთად არსებული გამოწვევების დაძლევის სხვადასხვა საკითხები განიხილეს.

 

შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროს სექტორის მხარდასაჭერად საკუთარი გეგმები გააცნეს და რეკომენდაციები შესთავაზეს.