თბილისი-2015-ის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით გადამზადების კურსი 120 მოხალისე სტუდენტს ჩაუტარდა. კურსის დასრულების სტუდენტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სერთიფიკატები გადასცა. ოლიმპიური ფესტივალის დროს სტუდენტები განთავსების ობიექტებსა და VIP ჰოლებში იმუშავებენ.
სასწავლო კურსი „მომსახურეობის უნარ-ჩვევები, სერვის +“ შემდეგ თემატიკას მოიცავს: სტუმარ-მასპინძლობის სტანდარტები, მომსახურეობის ხარისხი, ქცევა, ჩაცმულობა, დისციპლიანი, მომსახურეობის მიწოდება და სერვისი, მომსახურეობის სფეროს უნარ-ჩვევებისა და წესების შესწავლა, ეფექტური კომუნიკაცია, ვერბალური კომუნიკაცია, ეფექტური მომსახურეობა.