როგორ უნდა მოხდეს ელექტრონული ვიზის ფორმატის კიდევ უფრო დახვეწა და გამარტივება- საქართველოში შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ადმინისტრაციის ხელმძრანელს გიორგი ჩოგოვაძეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ტაბატაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე კერძო სექტორმა რამდენიმე ტექნიკურ დეტალთან დაკავშირებით წინადადება გააჟღერა. როგორც დასრულების შემდეგ საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა- ელექტრონული ვიზის პორტალი მთლიაანდ კერძო სექტორის ჩართულობით დაიგეგმა და მათი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია.
https://www.youtube.com/watch?v=5W3_Ca09rNs