ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სასტუმროების მომსახურე პერსონალის გადამზადებას აგრძელებს. თბილისში არსებული სასტუმროების თანამშრომლებს ტრენინგი „შეზდღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების უნარჩვევების“ თემაზე უტარდებათ.
პირველ ეტაპზე შერჩეულია 30 სასტუმროს 60 თანამშრომელი, რომლებიც მონაწილეობენ კურსსში. ტრენინგი როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ კურს მოიცავს. ტრენინგის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ზეპირ ტესტირებას გაივლიან და შესაბამის სერთიფიკატს მიიღებენ.
კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას: ადამიანის უფლებები და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია;
უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამისი ადაპტირებული გარემოს საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები და გაიდლაინები;
ინფრასტრუქტურის მისაწვდომობა- უნივერსალური დიზაინის სტანდარტების შესაბამი ადაპტირებული გარემო;
ინფრასტრუქტურის შეფასების კრიტერიუმები საკუთარ ობიექტებზე;
ინკლუზიური ტურიზმის არსი და მნიშვნელობა;
ინკლუზიური ტურიზმის მთავარი ცნებები და საკითხები;
ტურისტული ობიექტების მართვა და მეთოდები მენეჯერებისათვის (ადაპტირებული ვებ-გვერდები, ინფორმაცია, მარკეტინგი)

https://www.youtube.com/watch?v=LvH3jVSiAWE