2015 წლის 5 სექტემბერს მე-6-დ გაიმართება უკვე ტრადიციად ქცეული „ყაზბეგის სათავგადასავლო მარათონი“. მარათონი საერთაშორისოა და მასში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სირბილის მოყვარულები.
მარათონი ტარდება დაბა სტეფანწმინდასა და მის შემოგარენში, ულამაზესი მყინვარწვერის ფონზე. მონაწილეებს და მათ გულშემატკივრებს საშუალება ეძლევათ დატკბნენ ალპური მდელოების, უძველესი კოშკებისა და ულამაზესი ეკლესიების ხილვით. თვალწარმტაცი გარემო, სუფთა ჰაერი და კავკასიონის უზარმაზარი მთები მათ დაუვიწყარ სიამოვნებას მიანიჭებს.
„ყაზბეგის მარათონის“ სლოგანია „ბავშვთა ლეიკემია განკურნებადია“. თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ავტომატურად ხდება ქველმოქმედების მონაწილე. რეგისტრაციის დროს გადახდილი თანხის ნაწილი ხმარდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რაც ითვალისწინებს რაიონებიდან ჩამოსული ონკო-ჰემატოლოგიური პაციენტების ფინანსურ დახმარებას, რომლებიც მკურნალობას გადიან თბილისის “მშობელთა სახლში“.
”ყაზბეგის მარათონი” ხელს უწყობს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და დაბა სტეფანწმინდის მაცხოვრებელთა ეკონომიკური დონის გაუმჯობესებას.
მარათონი ტარდება 4 დისტანციაზე:
სრული მარათონი (42 კმ.)
ნახევარ-მარათონი (21კმ.)
სამოყვარულო გარბენი (8კმ.)
მარათონული ესტაფეტა (42კმ.)
პირველი სამი დისტანცია ინდივიდუალურია, რაც შეეხება მარათონულ ესტაფეტას, რომელიც წელს პირველად იმართება, განკუთვნილია ჯგუფებისა და ორგანიზაციებისათვის. საქართველოში არსებულ კომპანიებს ეძლევათ საშუალება შექმნან თავიანთი გუნდები, მიიღონ მონაწილეობა მარათონულ ესტაფეტაში და გახდნენ სპეციალური პრიზების მფლობელები.
მარათონის ორგანიზატორი: შპს ტურისტული სააგენტო „ვიზიტ ჯორჯია“.
მარათონის მხარდამჭერები: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია.
მარათონის სპონსორი: სს “ყაზბეგი 1881“
მორბენალთა ნომრის სპონსორი: SMS Frankfurt Group
მარათონის მასპინძელი სასტუმრო: Rooms Hotel Kazbegi
მარათონის მედია პარტნიორი: სპორტული რადიო JAKO FM
გამოიყენეთ უნიკალური შანსი, მოსინჯოთ საკუთარი ძალები თვალწარმტაცი ხედებისა და ულამაზესი ბუნების ფონზე! შემოგვიერთდით და გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება უჩვეულო შეგრძნებებითა და განუმეორებელი შთაბეჭდილებებით!
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (995 322) 92 22 46/47
ელ-ფოსტა: kazbegimarathon@visitgeorgia.ge
მარათონის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.kazbegi-marathon.com
შემოგვიერთდით:
https://www.facebook.com/pages/Kazbegi-Marathon/218133131535572?fref=ts
https://twitter.com/KazbegiMarathon