უცხოელ ვიზიტორთა გამოკვლევის შედეგების პრეზენტაცია
017 წელს საქართველოს 7.9 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური ეწვი, რაც 17.7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. უცხოელ ვიზიტორთა სტასტიკისტის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გამართა. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდა.
საქსტატმა, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან აქტიური თანამშრომლობით, ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, პირველად გამოაქვეყნა საქართველოში შემოსული უცხოელი ვიზიტორების გამოკვლევის შედეგები.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევების მიხედვით 2017 წელს უცხოელ ვიზიტორთა 44.7% 31-50 წლის ასაკის არის. აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.5მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.2 %-ით არის გაზრდილი.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 2.4 მილიონი, მესამე კვარტალში დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი 26.4 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი,რაც 23.4 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 967.6 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.9 %-ით შეადგენს და წარმოადგენს 22.5პროცენტიან ზრდას 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტების ყველაზე დიდი წილი( 20.1 %) აგრეთვეაზერბაიჯანის მოქალაქეების მიერგანხორციელდა, რაც 0.2 % პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 46.1 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.7%-ს შეადგენდა.
2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 37.7% შედგა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარაში შედგა. შესაბამისად, 3.1 მილიონი და 1.9 მილიონი ვიზიტი.
2017 წელის ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.3 ღამე შეადგინა, რაც 2016 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელს(3.8 ღამე) 13 %-ით აღემატება.
განხორციელებული ვიზიტების 75 % წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2017 წლის ვიზიტებისას გაწეული წლიური ხარჯები 5.8მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 31.6 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წინა წელთან შედარებით 9.4 %-ით გაიზარდა და 888.7ლარი შეადგინა.