უკრაინისა და ყაზახეთის ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიები საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ სიუჟეტებს ამზადებენ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 11 კაცისგან შემდგარმა ჯგუფის წევრებმა 8 დღის განმავლობაში თბილისის, ბათუმის, გუდაურის, ყაზბეგის, ბორჯომის, ბაკურიანის კახეთისა და სვანეთის ტურისტული ღირსშესანიშნაობები გადაიღეს. რეპორტაჟებში აქცენტი საქართველოს ზამთრის ტურისტულ პოტენციალზე და ზოგადად ქვეყნის ტურისტულ მიმართულებებზე გაკეთდება. მომზადებული სიუჟეტები ერთიკვირის განმავლობაში უკრაინული ტელეკომპანიის 1+1 -ის დილის გადაცემის „დილა მშვიდობისა უკრაინას“ და ყაზახური ტელეკომაპანიის „ხაბარი“-ს დილის პროგრამით გადაიცემა, რასაც მილიონობით მაყურებელი იხილავს. უკრაინა და ყაზახეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ ათეულში უკრაინა მე-5 ადგილს, ყაზახეთი კი მე-9 ადგილს იკავებს. 2015 წლის 10 თვის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს უკრაინიდან 123117 საერთაშორისო მოგზაური ეწვია ყაზახეთიდან კი 32838.