ტუროპერატორების ჯგუფი რუსეთიდან
„ვებინარ“-ში გამარჯვებული უცხოელი ტუროპერატორებისათვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაცნობითი ტური მოაწყო. რუსეთის გავლენიანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ეწვივნენ. 5 დღის განმავლობაში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა თბილისისა და კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. ღვინისტურის ფარგლებში ტუროპერატორებმა მონაწილეობა მიიღეს რთველში, ეწვივნენ სხვადასხვა მარნებს, გაეცნენ ღვინის ტრადიციულად მომზადების წესებს. ვებინარი ინტერნეტ პორტალზე “Profi+Travel Expo” რამდენიმე თვის წინ გაიმართა. პორტალზე 11 სხვადასხვა ქვეყნიდან 2300 ტუროპერატორი იყო წარმოდგენილი, ვებინარის მსვლელობისას გაიმართა სპეციალური ვიქტორინა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ, გამარჯვებულები კი საქართველოს ეწვივნენ.