„ტურიზმი – ადგილობრივი განვითარებისთვის”
რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით „ტურიზმი – ადგილობრივი განვითარებისთვის.” კონფერენციის მიზანია ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო პროექტების განხორციელება, ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტული ადგილების, და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის მხარის წარმომადგენლები, გუბერნატორები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, ქალაქის მერები და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. კონფერეციაზე წარმომდგენილები იყვნენ მთის კურორტების განვითარების კომპანია და დაცული ტერიტორიების სააგენტო. კონფერენციის მონაწილეებმა პრეზენტაციების სახით საზოგადოებას დაგეგმილი პროექტები გააცნეს. კონფერენციის მონაწილეებს 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.