ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა – Georgian Tourism Fair 2019
გამოფენების ცენტრ ექსპოჯორჯიაში ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. ღონისძიება 3 მაისს დაიწყო და 5 მაისს დასრულდება.
Georgian Tourism Fair 2019 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება.
გამოფენა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ოფიციალურად გახსნა.
“ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს გავხსენით რიგით 21-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, რომელიც ტრადიციულად თბილისში ყოველწლიურად იმართება. ჩვენთვის საამაყოა, რომ წლიდან წლამდე იზრდება კერძო სექტორის ინტერესი და გამოფენაში არამხოლოდ ქართული არამედ უცხოური კომპანიებიც მონაწილეობენ . „-განაცხადა მარიამ ქვირივშვილმა.
გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ახალ ტურისტულ მიმართულებებს და დაესწრონ ფასდაკლების ფესტივალს.
გამოფენაზე საქართველოს ყველა კუთხე ერთ სივრცეში მოეწყო.
გამოფენის პარალელურად, სადისკუსიო პანელი გაიმართა: MICE (საქმიანი) ტურიზმი საქართველოში – სწრაფი განვითარება.
ტურიზმის 21-ე საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია. გამოფენის მხარდამჭერები არიან: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია, ჰორეკას ასოციაცია, გიდების ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მარკეტერი, პრინტარეა, Welcome to Georgia – ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება.