✔️ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ოზურგეთში ქართული ჩაის პირველი ფესტივალი გაიმართა.

✔️ფესტივალის ორგანიზატორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით მოეწყო.

✔️ფესტივალს დაესწრნენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში ზურაბ ნასარია, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში – ლუიზა ვინტონი, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში – ირჟი პრეცლიკი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – მზია გიორგობიანი.
ოზურგეთის ფესტივალი მუნიციპალური პროექტის, “ჩაის გზა“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ქართული ჩაის პოპულარიზაციას და ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

✔️ღონისძიებაში მონაწილეობდა ქართული ჩაის ოცამდე მწარმოებელი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

✔️ოზურგეთის ფესტივალის ფარგლებში ჩაის ოსტატთა ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა. მსაჯები და სტუმრები მსოფლიოს 9 ქვეყნიდან მოიწვიეს. წარდგენილი იყო გურიისა და სამეგრელოს ჩაის კულტურა, გამარჯვებული მსოფლიო ჩაის ფესტივალზე იასპარეზებს. ასევე გაიმართა კონფერენცია ქართული ჩაის საწარმოს და ტურისტული პერსპექტივების შესახებ.