2016 წლის იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 4,879,031 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8.6%-ია. მთლიანი რაოდენობიდან 24 საათი და მეტი დროით 2,156,731 (+19.5%) ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის სექტემბრის თვეს საქართველოს 631,302 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11%-ით მეტია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით განხორციელებულმა ტურისტულმა ვიზიტებმა კი 304,814 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +34.2%-ია.

რაც შეეხება ტურიზმის ეკონომიკურ მაჩვენებლებს შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2016 წლის ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით 867.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.2%-ით (101.4 მილიონი აშშ დოლარით) მეტია. 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით კი შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 515.3 მილიონი აშშ დოლარია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12%-ია (+55.3 მილიონი აშშ დოლარი).


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე