ტურიზმის 2016 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკა
2016 წლის იანვარ – ნოემბერში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5,864,684 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.9%-ია. მთლიანი რაოდენობიდან 24 საათი და მეტი დროით 2,536,791 (+19.3%) ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+9.8%), სომხეთიდან (+1%), თურქეთიდან (-9.4%), რუსეთიდან (+13%) და უკრაინიდან (+22.4%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბრის პერიოდში გამოირჩნენ: ლატვია +25.6%, ჩეხეთი +15.6%, ლიტვა +15%, გერმანია +9.4% და პოლონეთი +6.5%. განსაკუთრებული ზრდა კი შემდეგი ქვეყნებიდან ფიქსირდება: ირანი +494%, ინდოეთი +216%, საუდის არაბეთი +118% და ჩინეთი +44%.
საერთაშორისო მოგზაურები: ტოპ 10 ქვეყანა
ქვეყანა | 2015: 11 თვე | 2016: 11 თვე | ცვლილება | ცვლილება % | |
1 |
აზერბაიჯანი | 1,278,064 | 1,403,390 | 125,326 |
9.8% |
2 | სომხეთი | 1,318,556 | 1,331,705 | 13,149 |
1.0% |
3 |
თურქეთი | 1,291,971 | 1,171,040 | -120,931 | -9.4% |
4 |
რუსეთი | 868,009 | 980,784 | 112,775 |
13.0% |
5 | უკრაინა | 132,165 | 161,718 | 29,553 |
22.4% |
6 |
ირანი | 23,419 | 139,100 | 115,681 | 494.0% |
7 |
ისრაელი | 56,709 | 88,862 | 32,153 |
56.7% |
8 |
ყაზახეთი | 34,745 | 46,474 | 11,729 |
33.8% |
9 |
პოლონეთი | 40,667 | 43,328 | 2,661 |
6.5% |
10 | გერმანია | 35,334 | 38,668 | 3,334 |
9.4% |
რაც შეეხება მიმდინარე წლის ნომბრის თვეს საქართველოს 458,496 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.1%-ით მეტია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით განხორციელებულმა ტურისტულმა ვიზიტებმა 164,440 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.1%-ია.
2016 წლის ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+10.8%), აზერბაიჯანიდან (-1.8%), თურქეთიდან (-12.1%), რუსეთიდან (+9.8%) და უკრაინიდან (+15.9%) განხორციელდა. საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით ნოემბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოირჩნენ: ლიტვა +71%, პოლონეთი +49%, გერმანია 32%, საფრანგეთი +24% და გაერთიანებული სამეფო +20%. განსაკუთრებული ზრდა კი შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა: ირანი +487%, საუდის არაბეთი +183%, ინდოეთი +133%, ჩინეთი +112% და უზბეკეთი +112%.
დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე