2016 წელს საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 6,350,825 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.6%-ია. მთლიანი რაოდენობიდან 24 საათი და მეტი დროით 2,714,773 (+19%) ტურისტული ვიზიტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან (+9.3%), სომხეთიდან (+1.9%), თურქეთიდან (-9.9%), რუსეთიდან (+12%) და უკრაინიდან (+21.8%) შემოვიდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, 2016 წელს  გამოირჩნენ: ლატვია +24%, ლიტვა +16%, ჩეხეთი +15%, ბულგარეთი +12% და გერმანია +11%. განსაკუთრებული ზრდა კი  შემდეგი ქვეყნებიდან ფიქსირდება: ირანი +485%, ინდოეთი +199%, საუდის არაბეთი +116%, ომანი +75% და ჩინეთი +46%.

ქვეყანა 2015 2016 ცვლილება ცვლილება %
1 აზერბაიჯანი 1,393,257 1,523,075 129,818 9.3%
2 სომხეთი 1,468,888 1,496,246 27,358 1.9%
3 თურქეთი 1,391,721 1,254,089 -137,632 -9.9%
4 რუსეთი 926,144 1,037,564 111,420 12.0%
5 უკრაინა 141,734 172,631 30,897 21.8%
6 ირანი 25,273 147,915 122,642 485.3%
7 ისრაელი 59,487 92,213 32,726 55.0%
8 ყაზახეთი 36,777 48,809 12,032 32.7%
9 პოლონეთი 41,425 44,388 2,963 7.2%
10 გერმანია 36,826 40,889 4,063 11.0%

რაც შეეხება 2016 წლის დეკემბრის თვეს საქართველოს 486,141 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.3%-ით მეტია. მათ შორის 24 საათი და მეტი დროით განხორციელებულმა ტურისტულმა ვიზიტებმა 177,982 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +14.8%-ია.

2016 წლის დეკემბრის თვეში  ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+9.5%), აზერბაიჯანიდან (+3.9%), თურქეთიდან (-16.7%), რუსეთიდან (-2.3%) და უკრაინიდან (+14.0%) განხორციელდა. საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით დეკემბრის თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან გამოირჩნენ: ბულგარეთი +51%, გერმანია +49%, გაერთიანებული სამეფო +44%, პოლონეთი +40% და ლიტვა +38%.  განსაკუთრებული ზრდა კი  შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა: ირანი +376%, ინდოეთი +119%, უზბეკეთი +86% და ჩინეთი +78%.

ვრცელი მიმოხილვისთვის იხილეთ შემდეგი ბმული.


დამატებითი სტატისტიკური ინფორმაციისათვის გადადით მითითებულ ბმულზე