ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვის პრეზენტაცია
„თსუ“-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვის პრეზენტაცია გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში 2015 წლის სტატისტიკური მონაცემები, მეთოდოლოგიური საკითხები, ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობა და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელებული აქტივობებია წარმოდგენილი. 34 გვერდიანი ნაშრომი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. ანგარიშის პრეზენტაციას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის პროფესორები, კვლევითი კომპანიების წარმომადგენლები, საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციის ფინალისტები და სტუდენტები დაესწრნენ.
ანგარიში ხელმისაწვდომია დაინტერესებულ პირთათვის, როგორც ელექტრონული ასევე ბეჭდური სახით. ელექტრონული ვერსიის გადმოსაწერად იხილეთ ლინკი http://gnta.ge/wp-content/uploads/2016/06/2015-eng..pdf
საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველომ მოამზადა.