ტურიზმის პროფესიული უნარები
ტურიზმისთვის მნიშვნელოვანი პროფესიული უნარები და მათი გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯები. ამ სახელწოდებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით ევროპული პროფესიული უნარების კვირეული მიმდინარეობს. პროექტის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სასტუმრო ,,მუზეუმში’’ ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. გიორგი ჩოგოვაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს ხარისხის განვითარების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ტრენინგებს თითქმის მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად ატარებს. 2015 წელს ტურიზმის ბიზნესში ჩართული 1100 ადამიანი გადამზადდა, 2016 წელს კი -1270.