ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „თურქეთის ავიახაზების“ მხარდაჭერით საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში პრეზენტაცია გამართა. ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩატარებულ პრეზენტაციას 30-მდე ტუროპერატორი დაესწრო. ესტონეთში, ტალინის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე 20-მდე ტუროპერატორი და ჟურნალისტი იყო წარმოდგენილი.
ბალტიისპირეთის სახელმწიფოების შემდეგ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ “თურქეთის ავიახაზების” მხარდაჭერით პრეზენტაცია გამართა ისრაელის ქალაქ თელ-ავივში და თურქეთში. სტამბულში სასტუმრო “Hilton Istanbul Bosphorus-ში გამართულ ღონისძიებას 50-მდე ტუროპერატორი დაესწრო. ღონისძიებებზე საქართველოს მიმართულებით არსებული ავიარეისების შესახებ პრეზენტაცია გამართა ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზებმა.“