ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ National Geographic-ს კონკურსში გაიმარჯვა
ჟურნალ National Geographic Traveler-ის დაჯილდოების ცერემონიალზე საქართველო 2016 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დაასახელეს. ელექტრონული ხმისმიცემა National Geographic-ის რუსულენოვან საიტზე www.nat-geo.ru 8 სექტემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ნომინაციაში “წლის აღმოჩენა” 19 ქვეყანა მონაწილეობდა. გამოვლინდა 3 ფინალისტი: საქართველო, შრი-ლანკა და ირანი. ხმების 18%-ით საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. დაჯილდოების ცერემონიალი მოსკოვში გაიმართა, პრიზი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომელს ამირან ივანიძეს გადასცეს. National Geographic Traveler-ის გასტრონომიული ტურიზმის ნომინაციაში საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე გასულმა ჩინეთმა ხმების 18% მიიღო, საქართველომ კი- 17.9% მე-3 ადგილი იტალიამ დაიკავა.