საქართველოს ბანკის სათავო ოფისში ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობის “Welcome to Georgia“-ს შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. მომავალი ღონისძიების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, “Welcome to Georgia“-ს დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ მასურაშვილმა და აუდიტორული კომპანია „ბიდიო საქართველოს“ პარტნიორმა ივანე ჟუჟუნაშვილიმა გააცნეს.
Welcome to Georgia“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია წელს მეორედ, 2 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გაიმრთება. ცერემონიას დაესწრებიან ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის, სახელმწიფოს, მედიის და სხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
“Welcome to Georgia“-ს პროექტში მონაწილეობა 300-ზე მეტმა ნომინანტმა მიიღო, რეგისტრაცია კი 2016 წლის 15 ივნისიდან 20 სექტემბრამდე, პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე მიმდინარეობა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებმა, საქართველოს ყველა რეგიონიდან.
პროექტის თანაიორგანიზატორია – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ოფიციალური მხარდამჭერი – თბილისის მერია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; პრიოექტის ოფიციალური მასპინძელი – სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“; გენერალური სპონსორი – „ალიანს ჯგუფი“;
პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.