აქტიური მონაწილეობისა და გამორჩეული სტენდისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ყაზახეთის ქალაქს ალმა-ათაში სპეციალური პრიზი გადაეცა.
KITF-2015-ის (Kazakhstan International Tourism Fair) გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილები არიან: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ქუთაისის მუნიციპალიტეტი და კერძო კომპანიები.
გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრებისათვის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა 3 სახის ღვინო დააგემოვნეს.
KITF-2015-ის ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 22 აპრილს გაიხსნა და 24 აპრილს დასრულდება.მე-15 საერთაშორისო გამოფენაზე 40-ზე მეტი ქვეყნის 500 კომპანიაა წარმოდგენილი.
ყაზახეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წელს ყაზახეთიდან საქართველოს 28.324 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, 2013 წელს კი 21.148 , ზრდა 34%-ს შეადგენს.