ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტური იმერეთში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლისათვის იმერეთში პრეს-ტური გამართა.
ტურის მონაწილეებმა დაათვალიერეს:
ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 22 მიმართულებით ოპერირებს.
თეთრა მღვიმე
„თეთრა მღვიმე“ პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში. უნიკალური მღვიმე 2021 წელს გაიხსნა.
”პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპა”
ახლად გახსნილი ტურისტული კომპლექსი, სადაც მარანი და ქართული ღვინის მუზეუმია მოწყობილი. ღვინის მუზეუმი გიგანტურ 35 მეტრის სიგრძის ქვევრშია განთავსებული, და სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ ქართული ღვინის განვითარების ისტორიას, დაათვალიერონ ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული ექსპონატები და ღვინის დეგუსტაციის ტურში მიიღონ მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ახალი კომპლექსი კოვიდის პერიოდში გაიხსნა.
კურორტი საირმე
კურორტი 4 სეზონის განმავლობაში ემსახურება დამსვენებელს. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს როგორც ნებისმიერი სამედიცინო, ასევე გამაჯანსაღებელი პროცედურა. (ფიტნეს ცენტრი, თერმული აუზები, სპორტული მოედნები, პარკის აქტივობები, ზიპლაინი, თოკების ქალაქი, კომპაკ სპორტინგი, ჯიპ-ტური და ველოსიპედების სერვისი)
ვანის მუზეუმი
ვანის ახალი მუზეუმი 2021 წელს გაიხსნა.
ვანის ახალ მუზეუმში მუდმივმოქმედ გამოფენაზე თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით წარმოდგენილია ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის“ რეალობის ნათელი დასტურია. ამასთანავე, პირველად არის ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ.