ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფოტური ქვემო ქართლში
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისათვის ინფოტურებს აგრძელებს.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად შეარჩია რეგიონი – ქვემო ქართლი. ინფოტურში კერძო სექტორის 20 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, “GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.
2 დღიანი ტურის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლები ქვემო ქართლში სოფელი ფარცხისსა და ელიზაბეტთადს ეწვივნენ, მოინახულეს გერმანული უბანი, დაათვალიერეს საოჯახო მარნები, მონაწილეობა მიიღეს 3 საათიან საცხენოსნო ტურში, ასევე ეწვივნენ სოფელ ტბისს, სამშვილდეს ნაქალაქარს და კანიონს. ტურის ფარგლებში მოინახულეს ბოლნისი, სოფელი ქვეში, ბოლნისის მუზეუმი, ღვინის მუზეუმი, ასევე ელიას სამონასტრო კომპლექსი და ფიტარეთის მონასტერი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფოტურის მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნაკლებად ცნობილი ადგილები და ობიექტები დაათვალიერონ, ინფოტურის შემდეგ, მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი და უცხოელი მოგზაურებისთვის ტურისტული პაკეტები მომზადდება.