ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა Mastercard-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას Mastercard-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება. Mastercard კერძო სექტორს მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს.
მემორანდუმის გაფორმებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიისგან მონაცემებს მიიღებს, რაც პოსტ კოვიდურ პერიოდში დაეხმარება ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას და გამოწვევების სწრაფად დაძლევას.
Mastercard-თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას, მოგზაურობის დაგეგმვას, მონაცემების მიღებას და სხვადასხვა ტურისტულ სერვისებს.