ტურიზმის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას Mastercard-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის მიზანია საქართველოში ტურიზმის განვითარება. Mastercard კერძო სექტორს მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს.

მემორანდუმის გაფორმებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიისგან მონაცემებს მიიღებს, რაც პოსტ კოვიდურ პერიოდში დაეხმარება ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას და  გამოწვევების სწრაფად დაძლევას.

Mastercard-თან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას, მოგზაურობის დაგეგმვას, მონაცემების მიღებას და სხვადასხვა ტურისტულ სერვისებს.