ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციისათვის თემაზე „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და მსოფლიო გამოცდილება“, სპონსორთა ნაწილმა უკვე დააწესა პრიზები.
კონფერენციის გამარჯვებულისათვის ტურისტულმა კომპლექსმა „შარეულა“-მ დააწესა სამდღიანი ტური რაჭაში ორ ადამიანზე.
პრიზი დააწესა ასევე ტურისტულმა კომპანიამ Discover Georgia, რომელიც გამარჯვებულს სთავაზობს სტაჟირების ორთვიან პროგრამას უფასოდ.
ღვინის კომპანია B G Wines საკუთარი წარმოების ღვინოებს გადასცემს ჟიურის წევრებს.
რეგიონის წარმომადგენლებიდან პირველ ადგილზე გასულს დააჯილდოებს სასტუმრო „ციტრუსი“. პრიზი: შაბათ-კვირის გატარება სასტუმროში ორი ადამიანისთვის საუზმით.
რეგიონის წარმომადგენლებიდან მეორე ადგილზე გასულს დააჯილდოებს სასტუმრო „ძველი მეიდანი“. პრიზი: შაბათ-კვირის გატარება სასტუმროში ორი ადამიანისათვის საუზმით.
კონფერენციის ორი მონაწილისთვის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საჩუქრად დააწესა წიგნი: ჩარლზ რ. გელდნერი, ჯ.რ. ბრენტ რითჩი „ტურიზმი: საფუძვლები, პრაქტიკა, თეორია”.
სხვა პრიზების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მიიღებთ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ლინკზე: http://gnta.ge/conference/
კონფერენციის თარიღი: 15 აპრილი, 2016