ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ კონფერენციაში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა
,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ კონფერენციის 3 საუკეთესო მონაწილეს სპეციალური პრიზები გადაეცათ. კონფერენცია
საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კონფერენცია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაში საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები მონაწილეობდნენ. დასკვნით ეტაპზე 20 თემა იყო წარმოდგენილი.
ორიდღის განმავლობაში სტუდენტებმა ნაშრომების პრეზენტაცია გამართეს, რომელიც ეხებოდა ზოგადად ტურიზმს და ტურიზმის სხვადასხვა სფეროებს. საქართველოში ტურიზმის განვითარების მიზნით წარმოგენილი იყო ინოვაციური იდეები, მარკეტინგული მეთოდები, ტურიზმის პროგნოზირების მეთოდები, კვლევები და ტურიზმის ეკონომიკური მოდელები.
შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოველწლიურ მიმოხილვასთან ერთად კრებულში სახელწოდებით “ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“. კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. კონფერენციის შედეგად მოხდება წარმატებული სტუდენტების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გათვალისწინება საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტაციაში სტაჟირების ან მომავალი დასაქმების თვალსაზრისით.
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტებისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის გაძლიერებას და სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების საკითხებში. კონფერენცია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას ჩაატარონ ინდივიდუალური კვლევები და შესთავაზონ ახალი იდეები საქართველოში ტურიზმის პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ორგანოს.
https://www.youtube.com/watch?v=ugk_hO4wDbM