ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამსოფლიოს უდიდეს ტურისტულპორტალზე Tripadvisor ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. თანამშრომოლობასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Tripadvisor-ის მარკეტინგის მენეჯერმა ჩად შივერმა მემორანდუმი გააფორმეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ინტერნეტკამპანია Tripadvisor-ზე ერთი წელი გაგრძელდება. შეთანხმების მიხედვით2018 წლის 23 აპრილიდან და 22 სექტემბრამდე საქართველოს შესახებ Tripadvisor-ზე ბანერული რეკლამა განთავსდება, რომელსაც სავარაუდოდ 3 მილიონამდე ინტერნეტმომხმარებელი იხილავს.ხოლო premium partnership პაკეტი, რაც შინაარსის განახლებას და მართვის საშუალებას გულისხმობს2019 წლის 23 აპრილამდე გაგრძელდება. ინტერნეტკამპანია მოიცავს 24 ქვეყანას: აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, იტალია, გემრანია, უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და ა.შ.

Tripadvisor-ს 500 მილიონზე მეტი მიუკერძოებელი ტურისტული შეფასება აქვს, ვებგვერდს 440 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.