ტურიზმის ადმინისტრაციამ ბერლინში, მიუნხენსა და მილანში Wizzair-ის პირდაპირ რეისებთან დაკავშირებით ღონისძებები გამართა
უთაისიდან 7 ახალი ავიარეისის დანიშვნასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ევროკავშირის ქვეყნებში აქტიური მარკეტინგული კამპანია დაიწყო. დმინისტრაციამ ავიაკომპანია Wizzair-თან ერთად, ბერლინსა და მიუნხენში ღონისძიებები ჩაატარა.
15-20 წუთიანი პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც 40-ზე მეტი გავლენიანი ტუროპერატორი დაესწრო, პრეზენტაციას ასევე გერმანიის მაღალრეიტინგული ბეჭდური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ, მათ შორის Reise Gala, VIP Reise Magazin, Neues Deutschland, BurdaLife. პრეზენტაციის მიზანი საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებაა. 23 სექტემბრიდან ავიაკომპანია Wizzair-მ ქუთაისიდან ბერლინის, დორტმუნდის, მემინგენის, (მიუნხენი) ლარნაკას, მილანის, სოფიასა და სალონიკის მიმართულებით ახალი პირდაპირი ავიარეისები დანიშნა.