ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და “Socar Enegry Georgia”-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ზუბიტაშვილმა კონკურსში „ტუროგრაფი“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, Socar Enegry Georgia”-მ კონკურსი სექტემბერში გამართა. მონაწილეებმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები და ნამუშევარი საიტზე turography.ge გააგზავნეს. პირველ ადგილზე გასულ ტუროგრაფს 2 ადამიანზე 5 დღიანი სამოგზაურო პაკეტი გადაეცა ბორჯომის ხეობასა და სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო სასტუმროში. მეორე ადგილზე გასულს კი “Canon”-ის პროფესიონალური ფოტოაპარატი.