„„ტროფი ექსპედიცია InRacha 2016“
რაჭაში „ოფროუდის“ მოყვარულებმა „ტროფი ექსპედიცია InRacha 2016“ გამართეს. ჯგუფის წევრებმა თბილისი-საჩხერე-მრავალძალის გაუვალი გზა გადალახეს და სოფელ შქერში დაბანაკდნენ, სადაც კარვების ქალაქი მოეწყო. „ოფროუდერებმა“ ონი, შოვი, გონა და ბარაკონი მოინახულეს. „ტროფი ექსპედიცია InRacha 2016“-ს ფარგლებში შაორისწყალსაცავთან მოწყობილ ბანაკში ჯაზ-ეთნო კონცერტი გაიმართა.