ტალებ რიფაის სიტყვით გამოსვლა
სასტუმრო “ბილტმორში“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. . მასშტაბურ ღონისძიებას ორგანიზებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მთის კურორტების განვითარების კომპანია უწევს.
ევროპისა და აზიის მთის კურორტების მე-3 კონფერენციას – „ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“- 300 მდე დელეგატი ესწრება, მათ შორის, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, რომელმაც კოფერნეციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა:
„ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩემთვის დიდი პატივია, რომ კიდევ ერთხელ შეგხვდით. ძალიან კარგად მახსოვს, თქვენთან შეხვედრები საქართველოში, ასევე ესპანეთში, მადრიდში, სადაც თქვენ ძალიან საინტერესო სიტყვით გამოხვედით, თქვენ პირადად ესწრებოდით, მდგრადი ტურიზმის განვითარების ღონისძიებებს, თქვენ ხართ ნამდვილად ღირსეული პარტნიორი, თქვენი დამოკიდებულება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. მინდა გითხრათ, რომ ყველა თქვენი ნაბიჯი, თქვენი გუნდის განხორციელებული თითოეული ღონისძიება ნიშნავს წინსვლა.
რა თქმა უნდა ტურიზმი პოლიტიკური ნების გარეშე ვერ განვითარდება, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და თქვენ ამ მიმართულებით მართლაც, რომ ღირსეული ლიდერი ბრძანდებით, ძალიან დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო თქვენი ძალისხმევისთვის.
ბატონო მინისტრო გიორგი გახარია, მე მხოლოდ დღეს შეგხვდით, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ძალიან დიდიხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ გვექნება ნაყოფიერი თანამშრომლობა, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დაუღალავი ძალისხმევისათვის.
მრავალი თქვენთაგანი ჩემი პირადი მეგობარი ბრძანდებით, ჩვენ ყოველთვის ასე გეძახით, ჯორჯ და ეს არის თქვენი გამორჩეული პირადი თვისებები, ბატონო გიორგი ჩოგოვაძე ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, იმისათვის, რომ საქართველო ასეთი სახით წარმოჩენილიყო.
საქართველოში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, მინდა ხაზი გავუსვა 3 ძირითად მიღწევას: პირველი ეს არის საერთაშორისო ტურიზმის ზრდა, ასევე იზრდება შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან. გასულ წელს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ეს წელი კიდევ უფრო მეტ იმედს გვაძლევს. თუ შევადარებთ 2017 წლის პირველ სამთვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან დავინახავთ, რომ სოლიდური ზრდა არის. 2012 წელს საქართველომ 4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, 2016 წელს კი 6.3 მილიონი.
მე-2. თქვენი ძალისხმევა, კომუნიკაციები, რესურსების დივერსიფიკაცია, ასევე როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ძალიან კარგ საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ ამ მიმართულებით განვითარდეს. რა თქმა უნდა ის ფორმალობები, რომელის საჭიროა ქვეყანაში შემოსასვლელად გამარტივებულია და ეს არის კიდევ ერთი დიდი ხელშეწყობა და მე-3 ეს გახლავთ ის მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც კეთდება მთის კურორტების განვითარებისათვის, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია.
ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რომ მოახდინოს ბრენდირება, როგორც მთის კურორტების ქვეყანამ, ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო ხედვა საქართველოს კურორტების, ქართული სტუმართმოყვარეობის შესახებ. მოდით ეწვიეთ საქართველოში კავკასიონს და ხელით შეეხეთ ღრუბლებს, შეისუნთქეთ მისი სულისკვეთება, ვფიქრობ ეს ის წინადადებაა, რომლის სინონიმებითაც საქართველოს შეუძლია მთელ მსოფლიოს აცნობოს, რომ ის არის მთის მიმართულების ქვეყანა. მსოფლიოს ტერიტორიების 24 % მთებს უკავია. მთა ეს არის ჭეშმარიტად ღირებული ლანდშაფტი, მთა ეს არის სისუფთავე, სიწმინდე. მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი ცვლის კულტურას, ბიომრავალფეროვნებას, მთა იზიდავს ვიზიტორებს, ამავდროულად მისი სწორი მართვა ძალიან დიდ შრომას უკავშირდება. სოციალურ ეკონომიკური განვითარება ძალიან სწორ აქცენტებს მოითხოვს. ქართველებიც მთასავით ხალხია, ეს არის ამაყი, სპეტაკი და სტუმართმოყვარე ხალხი. თქვენ უნდა იამაყოთ, რაც გაქვთ და მიიღოთ, რაც შეიძლება მეტი ვიზიტორი, რომ მოგზაურები ეზიარონ თქვეს კულტურას. საქართველო ეს არის დიდი ტრადიციების და მაღალი მწვერვალების ქვეყანა, რომელსაც აქვს მდიდარი ისტორია. ეს არის საქართველოს რეალური სიძლიერე.. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში სადაც ხდება ეკონომიკური კრიზისები, ტერაქტები, პრობლემებია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ხდება კლიმატის ცვლილებება და ა.შ. მიუხედავად ამ სირთულეებისა გადაადგილების თავისუფლება და მოგზაურობა ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ ვიყოთ ერთმანეთთან უფრო ახლოს, უფრო მეტი ვიცოდეთ ერთმანეთის შესახებ და უფრო მეტად ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ჩვენ გვჯერა, რომ ხელს შევუწყობთ უკეთესი მსოფლიოს შექმნას, ჩვენ ოპტიმიზმით ვართ განწყობილები, იმიტომ რომ მოგზაურობა და ტურიზმი არის ღიმილი სახეზე და თქვენი ღიმილი ეს არის ღიმილი თქვენი სტუმრების სახეზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი დღევანდელ მსოფლიოში, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს განცდა.
ჩვენ გვჭირდება უსაფრთხო და მეგობრული მოგზაურობა და ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ასევე მნიშვნელოვანია ციფრული ტექნოლოგიები, რომელიც ცვლის დღეს თამაშის წესებს,
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჩემი ბოლო ოფიციალური ვიზიტი, როგორც გენერალური მდივნის, მე აუცილებლად ვესტუმრები საქართველოს მომავალში. ბატონო პრემიერ-მინისტრო ყველაზე საუკეთესო რაც მე მეგულება საქართველოში ეს არიან ქართველები, ჩემი საუკეთესო მეგობრები, შემდეგ რა თქმა უნდა მისი ლამაზი მთები, მდინარეები და ზღვა. ვერცერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის სილამაზით, თუ იქ არ არის ლამაზი ხალხი. მე კვლავ ვესტუმრები საქართველოს, მოვინახულებ მის მხარეებს და იმედი მაქვს, რომ ტურიზმის ინდუსტრია კიდევ უფრო გაიზრდება.”