სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“ ატარებს ბაზრის კვლევას
2017 წელს საქართველო მასპინძლობს საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსს. ტრადიციულად, ყოველი მასპინძელი ქვეყანა საბავშვო ევროფესტივალისთვის ქმნის საკუთარ შემოქმედებით კონცეფციას, რომელიც ოფიციალურ სიმბოლოსა და სლოგანში აისახება. საქართველოში გასამართი ევროფესტივალის – კონცეფციის, სლოგანისა და ლოგოს შემუშავების შესაბამისი მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებისა და სავარაუდო შესრულების ვადების დადგენის მიზნით ვახორციელებთ ბაზრის კვლევას.
გთხოვთ, არაუგვიანეს 2017 წლის 10 აპრილის 13:00 სთ-მდე, მოგვაწოდოთ შემოთავაზებები სავარაუდო ფასისა და შესრულების სავარაუდო ვადის თაობაზე, წინადადებების განმხილველი სამუშაო ჯგუფის მიერ შეფასდება შემოთავაზებების კრეატიული ნაწილი, შესრულების ვადები და პროექტის ღირებულება. გთხოვთ, იხილოთ პრეზენტაცია, სადაც დეტალურად არის აღწერილი განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია.
დეტალური ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.gnta.ge, ან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე: www.procurement.gov.ge, ან სსიპ „საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში“ მოცემულ მისამართზე: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. 4, მე-5 სართული.
საკონტაქტო პირი: სალომე შულაია.
ტელ:+995(32)2436999(1808)
ელ.ფოსტა:s.shulaia@gnta.ge
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.