ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ მესტიასა და თეთნულდში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გახსნეს.
თეთნულდის ახალი სამთო- სათხილამურიო ტრასა საქართველოს თასის გათამაშების ეტაპის ჩატარებით გაიხსნა. შეჯიბრების დასასრულს კი სპორტსმენები საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ თეთნულდის ფერდობი ერთერთ საუკეთესო საშეჯიბრო სივრცედ არის მიჩნეული.
წელს კურორტს კომპანია ,,დოპელმაიერის“ სამი ახალი საბაგირო დაემატა. ზოგადად კი თეთნულდზე 8 სათხილამურო ტრასა და 4 საბაგიროა. ტრასების საერთი სიგრძე 30 კილომეტრია, ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი 3200 მეტრი.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ ძველ მესტიაში FREESTYLE SHOW გაიმართა. საღამოს კი ,,სეტზე“ კონცერტით დასრულდა.