სერთიფიკატების გადაცემა „მართვის უნარ-ჩვევები“
„მართვის უნარ-ჩვევების“ ტრენინგის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სერთიფიკატები გადასცა. სწავლება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მომსახურეობის ხარისხის ამაღლების მიზნით გაიმართა. სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში წამყვანი ბრიტანული კომპანია „მაქსიმეჯინის“ ხელმძღვანელის ემილი ვუდის 10 დღიან ტრენინგს თბილისის72 სასტუმროს წარმომადგენელი ესწრებოდა.