გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ტურიზმისა და მასპინძლობის მეორე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, “Welcome to Georgia“-ს დამფუძნებელი მარინა ჩაიკა, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველოს“ პარტნიორი ივანე ჟუჟუნაშვილი და საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი არველაძე დაესწრნენ. კონფერენციაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტის ორგანიზატორებმა საზოგადოებას პროექტის ფარგლებში არსებული სიახლეები გააცნეს.
14 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ნებისმიერ წარმომადგენელს საქართველოს ყველა რეგიონიდან შეუძლია დარეგისტრირდეს დაჯილდოების ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.awards-tourism.com დარეგისტრირდეს და მონაწილეობა მიიღოს 2 ნომინაციაში. “Welcome to Georgia“ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2017 წლის დეკემბერში გაიმართება.
პროექტის მიზანია, ხელი შუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.