სახელმძღვანელო ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად სახელმძღვანელოს მეორე გამოცემის პრეზენტაცია მოაწყო. ღონისძიებას ტურიზმის სფეროს და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები დაესწრნენ. „სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველომ მოამზადა. სახელმძღვანელო უკვე სხვადასხვა უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამაშია შესული. სახელმძღვანელო ყველასათვის უფასოა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიტზე კი სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია არის ხელმისაწვდომი. https://goo.gl/RCA2Y9
„სახელმძღვანელო შემომყვანი ტურიზმის ბიზნესის დასაგეგმად“ მეორე გამოცემაში ორი ახალი თავია: განთავსების საშუალებების ბიზნესის განვითარება და ტურიზმის ტიპები: შეხვედრის ინდუსტრია.
სახელმძღვანელო გამოსადეგია საერთაშორისო მოგზაურების მოზიდვით დაინტერესებული როგორც დამწყები, ასევე უკვე დაფუძნებული კომპანიებისთვის.